სოფელი ერედვი ამავე დასახელების მუნიციპალიტეტში, ცხინვალიდან 5 კილომეტრში მდებარეობს. აგვისტოს ომის დროს სოფელი რუსეთის ბომბდამშენებმა რამდენჯერმე დაბომბეს. რუსული 58-ე არმიის შემოსვლის შემდეგ სოფელი მოსახლეობისგან მთლიანად დაიცალა.
დიდი ლიახვის მარჯვენა სანაპიროზე გაშენებული სოფელი იყო, წარმოადგენდა თემის ცენტრს.
რუსეთ-საქართველოს ომის დროს ნული სოფელ ავნევთან ერთად ოსი სეპარატისტებისა და რუსული არმიის ერთ-ერთი პირველი სამიზნე გახდა.
სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქურთის მუნიციპალიტეტში, 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, 2006 წლამდე გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სოფელი თითქმის სრულიად განადგურდა.
არგვიცი ერედვის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელია.
სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ცხინვალიდან 2 კილომეტრში. ფრისი 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში.
ერგნეთი სოფელია გორის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივების თქმით, სოფელში 7 აგვისტოს უკვე ინტენსიური სროლა იყო, 12 აგვისტოს კი სოფლის ძარცვა და გადაწვა დაიწყო. 5 დღის შემდეგ სახლების უმეტესობა დამწვარი იყო.
მდებარეობს ცხინვალიდან 4 კილომეტრში, ქურთის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივები იხსენებენ, რომ 6 აგვისტოს, ღამით, სოფელი არტილერიით დაიბომბა, 8 აგვისტოს კი - სოფელზე განხორციელდა საჰაერო იერიში.
სოფელი 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის მუნიციპალიტეტში, ხოლო 2006 წლამდე გორის მუნიციპალიტეტში.2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სეპარატისტებმა გაანადგურეს სოფლის ზოგიერთი ნაგებობა.