სოფელი თამარაშენი ქართველთა ეთნიკური წმენდის, მასობრივი დევნისა და ქართველთა ნასახლარების განადგურების ერთ-ერთი მაგალითია. თამარაშენი 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ, მთელი დროის განმავლობაში საქართველოს იურისდიქციაში რჩებოდა.
სოფელი ქურთის თემში შედიოდა, ცხინვალიდან 3 კილომეტრში მდებარეობს. მცხოვრებლები იხსენებენ, რომ სოფელში 2008 წლის 6 აგვისტოდან ისროდნენ. მწვერვალებიდან დაბომბვაც მიმდინარეობდა.
ოკუპირებულთაგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, თითქმის სრულიად განადგურებულია. 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელში 1177 ადამიანი სახლობდა.
სოფელი შიდა ქართლის ქურთის მუნიციპალიტეტში, 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 9 სოფლის თემის ცენტრს წარმოადგენდა.
სოფელი ვანათი ერედვის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელში 2008 წლის ომის დროს ძლიერი ზიანი კონკრეტულად ერთ საცხოვრებელ უბანს მიადგა. სავარაუდოდ, სწორედ ქართველებით დასახლებული უბანია განადგურებული.
ავნევი თიღვის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელია. სოფელი რუსული არმიისა და ოსი სეპარატისტების ერთ-ერთი პირველი სამიზნე იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს.
ზემო აჩაბეთი ქურთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აგვისტოს ომის შემდეგ ზემო და ქვემო აჩაბეთი, ფაქტობრივად, ნასოფლარად იქცა. აჩაბეთი დაიბომბა და დაიწვა.
სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტში, ცხინვალიდან 13 კილომეტრში. იყო თემის ცენტრი.
მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა მხარეს, ცხინვალიდან 10 კილომეტრში. გადარჩა მხოლოდ 2 სახლი, თავად სოფელი კი რუსეთის საოკუპაციო ჯარის მე-4 ბაზის სამხედრო პოლიგონად იქცა.
სოფელი ბერულა ერედვის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ სოფლის კონტროლის გამო აგრესორებმა სოფელი 8 აგვისტოს დაბომბეს, შემდეგ დღეებში დაწვეს და სამი ადამიანი მოკლეს.