ერგნეთი

NASA-ს კოორდინატები
42.201953, 43.990347
ომამდე მოსახლეობის რაოდენობა (2002 წლის მონაცემებით)
639
ომამდე შემდეგ

დასახლების შესახებ

ერგნეთი სოფელია გორის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივების თქმით, სოფელში 7 აგვისტოს უკვე ინტენსიური სროლა იყო, 12 აგვისტოს კი სოფლის ძარცვა და გადაწვა დაიწყო. 5 დღის შემდეგ სახლების უმეტესობა დამწვარი იყო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სახლების გადაწვა 19 აგვისტოს შემდეგაც გრძელდებოდა. დღეს აქ მხოლოდ რამდენიმე სახლია დაუზიანებელი, ყველა დანარჩენი კი განადგურებული ან საცხოვრებლად უვარგისია.